saqarTvelos qedebi - uRvir-zagaris qedi
ქედი საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ განშტოებას. წყალგამყოფია. ერთი მხრივ, მდინარეების ენგურისა და მეორე მხრივ, ადიშჭალისა და მულხრის აუზებისა. წედზე აღმართულია მწვერვალები: ტვიბმაშერი (3166 მ), ზურულდი (2348 მ), მეფთაში (2473 მ) და სხვა. აგებულია იურული დანალექი წყებებით და პალეოზოური კრისტალური ფიქლებით. დამახასიათებელია სუბალპური და ალპური ლანდშაფტი.